შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 27 ოქტომბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს სოფელ დიდ ხურვალეთში განვითარებულ მოვლენებს, როცა რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ადგილობრივ მკვიდრ დ. ვანიშვილს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ფიზიკური შეურაცხყოფა, ხოლო რამდენიმე უცნობმა პირმა ტელეკომპანია “მაესტრო”-ს ჟურნალისტს პირდაპირი ეთერის დროს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
შეხვედრაზე აგრეთვე განიხილეს საქართველოს იმ მოქალაქეთა საკითხი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონო პატიმრობაში იმყოფებიან. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მომავალი შეხვედრა მიმდინარე წლის 9 დეკემბერს გაიმართება.