იყო თუ არა "რბილი" გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი, რომელიც უსიტყვოდ ასრულებდა ზემდგომის დავალებებს; ერეოდა თუ არა გურიის მართვაში რამაზ ნიკოლაიშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეობისას; რისი წამოყვედრება არ სურთ "ნაციონალებს"; რატომ გადაუხადა ვალერი ჩიტაიშვილმა საჯარო მადლობა ბიძინა ივანიშვილს და რატომ გაახსენდა პოლიტიკაზე საუბრისას პაატა მანჯგალაძეს გადაცემა "პროფილი".
ამ და სხვა თემებზე ჩვენს ყოველკვირეულ გადაცემაში "კვირის თემა" ვალერი ჩიტაიშვილი და პაატა მანჯგალაძე საუბრობენ.