მხარეებმა შეხვედრისას საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი განიხილეს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ჯეიმს აპატურაიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს ერთგულებას ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებისადმი, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი და მადლიერება გამოხატა საქართველოს მიერ საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხეობის უზრუნველყოფაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო. შეხვედრისას ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.