როგორც ადგილობრივები ჩვენთან საუბრისას აცხადებენ, რამდენიმე წელია გაზის შემოყვანას პირდებიან, თუმცა ამაოდ და თუ ამჯერადაც არ დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნა, ან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან კონკრეტულ პასუხებს არ მიიღებენ, აქციებს მასშტაბური სახე მიეცემა და იგი გაგრძელდება.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი კოტე შარაშენიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ იგი ტესტირებასთან დაკავშირეით თბილისში იმყოფება და შესაბამისად, აქციის მონაწილეებს ვერ შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ამ წუთებში აქციას სოფლის რწმუნებული ვალერი ჯინჭარაძე შეუერთდა.