“2006 წლის 7 მარტიდან ვიმყოფები უკანონო პატიმრობაში, შეთითხნილი ბრალდებით. ე. წ. სასამართლო განხილვა ჩატარებული იქნა საპროცესო ნორმების უპრეცედენტო დარღვევებით. უკანონო და აბსურდული განაჩენით, მოსჯილი მაქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა. 18 ნოემბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოში გრძელდება ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო საქმის არსებითი განხილვა სადაც ჩემი და ნიკა ჩემიას უდანაშაულობა უნდა დამტკიცდეს. თხოვნით მივმართავ სახალხო დამცველს, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, ყველა არასამთავრებო უფლებადამცველ ორგანიზაციას მოავლინონ წარმომადგენლები პროცესზე და განახორციელონ მონიტორინგი. ასევე თხოვნით მივმართავ ყველა საინფორმაციო საშუალების ხელმძღვანელს, მოავლინონ ჟურნალისტები სასამართლო პროცესზე, რათა საქმის განხილვა მოხდეს გამჭირვალედ და საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იყოს საქმის ყველა გარემოება, რაც გარანტია იქნება საქმის ობიექტური განხილვისა. დარწმუნებული ვარ, სამართალი აღსრულდება”, – აღნიშნულია მიმართვაში.
Developed By Web Features 2026 © All rights reserved


































































