აღნიშნულის შესახებ საქმის კურსში არ იმყოფება ჩოხატაურის პოლიციის სამმართველო. პოლიციის უფროსის, აკაკი მაისურაძის თქმით, ის შვებულებაში იყო და ძეგლის გადაღების შესახებ ინფორმაცია მისთვის არავის უცნობებია. გავრცელებული ინფორმაციით სტალინის ბიუსტი “თავისუფალი ზონის” ჩოხატაურის ორგანიზაციის წევრებმა შეღებეს, თუმცა, კონკრეტული პირების ვინაობა უცნობია.
სტალინის ბიუსტი ჩოხატაურში 2006 წლიდან დგას. ყოველი წლის 9 მაისს, ამ ადგილზე ომის ვეტერანები იკრიბებიან, რომლებსაც ხელისუფლება მასპინძლობს და საზეიმო ღონისძიებას მართავენ.