პრეზიდენტის სამუშაო ოთახი კანცელარიის მე-10 სართულზეა განთავსებული, სადაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში პრემიერი ივანიშვილი მუშაობდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სამუშაო დღე თავის გუნდის წევრებთან კონსულტაციებით დაიწყო.
გიორგი მარგველაშვილმა სამუშაო შეხვედრა ლაშა აბაშიძესთან, ივანე მაჭავარიანთან , შალვა რამიშვილთან და თინათინ მჟავანაძესთან გამართა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე გამოსცა განკარგულება საქართველოს კონსტიტუციის მე-80 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურის წამოყენების შესახებ.