ალექსი პეტრიაშვილის განაცხადებით, ვილნიუსის სამიტზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი იქნება.
დელეგაციაში იქნებიან ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მიხეილ ჯანელიძე.
ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, დელეგაციაში ასევე იქნებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაბამისი წარმომადგენლები.
საქართველოს დელეგაცია ვილნიუსის სამიტზე ერთი პლუს ორი, პლუს ხუთი ფორმატით წარსდგება.
ვილნიუსის სამიტი 28-29 ნოემბერს გაიმართება.