დღევანდელი მოსმენები უმრავლესობისა და უმცირესობის ფორმატში გაიმართება. უმცირესობას კითხვები საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე ექნება. აკაკი მინაშვილის განცხადებით “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ კარგად აჩვენა რომ, ქვეყნის მართვა არ შეუძლიათ და სრულიად უუნაროები არიან, რადგან ქვეყანაში არსებული პრობლემების მოგვარებას ვერ ახერხებენ.
“ერთი წლის განმავლობაში ამ მთავრობამ დაამტკიცა, რომ სრულიად უუნაროა. მოახერხა ასეულ მილიონობით გარღვევის მიღწევა ბიუჯეტში. მოახერხა ის, რომ იზრდება უმუშევრობა. რომ ეკონომიკის სრული სტაგნაციაა და ეს არ არის მხოლოდ სტატისტიკა. ადამიანებს ეშინიათ ფულის დახარჯვა, შემოაკლდათ შემოსავალი და ეს მიაღწიეს ერთი წლის განმავლობაში. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ამ მიმართულებით ვხედავთ უსუსურ პოლიტიკას. იმ ფონზე, როდესაც რუსეთის ფედერაცია აგრძელებს თავის აგრესიას, ოკუპაციის ხაზის გადმოწევას, ამის სანაცვლოდ შიშნარევია პოზიცია გააჩნია ქართულ მთავრობას. ძალიან სამწუხაროა და ბუნებრივია ამ მიმართულებით გევქნება ჩვენ სერიოზული კითხვები საქართველოს მთავრობასთან. რაც მთავარია “ქართულმა ოცნებამ” დაამტკიცა, რომ მას არ შესწევს უნარი ქვეყანა მართოს და წაიყვანოს წინ”, _ აღნიშნა მინაშვილმა
საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატი, დავით ბეჟუაშვილის მიერ ნაცმოძრაობის დატოვების ფაქტსაც გამოეხმაურა და განაცხადა რომ კოალიცია ამით საკონსტიტუციო უმრავლესობას მაინც ვერ მიიღებს.
“რაც შეეხება ბეჟუაშვულს, ეს მისი გადაწყვეტილებაა და მთავარი არის ის, რომ მთელი მცდელობა, რაც ქონდა “ქართულ ოცნებას”, რომ ზეწოლა მოეხდინა დეპუტატებზე და მიეღო საკონსტიტუციო უმრავლეოსობა, ერთ მნიშვნელოვნად წყალში ჩაუვარდა”, _ განაცხადა აკაკი მინაშვილმა
































































