მისივე თქმით, აქცენტირებული იქნება ის საკითხები, თუ რა კეთდებოდა თავდაცბის სამინისტროს გასაძლიერებლად. საუბარი იქნება სამშვიდობო მისიებზეც. ალასანიამ კომენტარი არ გააკეთა გენ შტაბის უფროსის შესაძლო კანდიდატურაზე.
“ველოდები, რომ დღეს მოგვეცემა შესაძლებლობა თავდაცვის სამინისტროში შეიარაღებულ ძალებში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებზე და პროგრამებზე ვისაუბრო. ასევე გავამახვილებ ყურადღებას იმ საკითხზე თუ რას ვაკეთებთ თავდაცვის გაზრდის კუთხით. შეხვედრისას ასევე იმ რეფორმებსაც გავაცნობ დეპუტატებს რომელიც განხორციელდა ნატოსთან თავსებადობის კუთხით. ალბათ არ ავცდებით ჩვენ შეკითხვებს საერთაშორისო ოპერაციებზე და საქართველოს მონაწილეობას მასში. რაც შეეხება ვახტანგ კაპანაძის კანდიდატურას დღეს კომიტეტის სხდომაზე ამ საკითხზე კონსულტაცია არ გვექნება”, _ განაცხადა ირაკლი ალასანიამ



































































