“მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობამ შეიტანა პარლამენტში ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ახალი კანონის პროექტი, რასაც ჩვენ მხარს არ ვუჭერთ და “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” აქვს ალტერნატიული კანონის პროექტი, რომლის შეტანასაც ვაპირებთ პარლამენტში, ამისთვის კი საჭიროა ხელმოწერები და საქართველოს მასშტაბით გროვდება ეს ხელმოწერები. ამ ეტაპზე ოზურგეთში დაახლოებით 1000 ხელმოწერა გვაქვს”, _ ამბობს ჩვენთან საუბრის დროს მიხეილ გოგოტიშვილი, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მისივე თქმით, მთავრობის მიერ წარმოდგენილ კანონის პროექტში გარკვეული თეზისები მიუღებელი.
“ეს არ არის ისეთი პროექტი, რომ დიდი მოწონება დაიმსახუროს. ჩვენ განხილვებში აქტიურად ვმონაწილეობდი იყო. გასაგებია, რომ ოზურგეთი თვითმმართველი ქალაქი ხდება, მაგრამ მაშინ შემავალი 28 სოფელი რამდენ მუნიციპალიტეტად დაიყოფა ეს არ არის ცნობილი. ასევე ზუსტად არ არის განსაზღვრული რამდენი კაციანი საკრებულო იქნება თემში. არ არის ასევე განსაზღვრული რა პრინციპით აირჩევა საკრებულოს წევრები. ამას იმისთვის ვამბობ, რომ შემდეგ ეს ყველაფერი შეიძლება მხოლოდ მოირგონ მმართველმა გუნდმა და რაც უნდა იმას გააკეთებენ. უცნობი ხდება ა. (ა).ი.პ-ების საკითხი. არ არის გარკვეული კომუნალური სამსახური როგორ გაიყოფა, ქონების გაყოფის საკითხზე არანაირი ინფორმაცია და ეს ყველაფერი ერთმანეთს ემატება, საბოლოო ჯამში შეიძლება მივიღებთ არეულობას. ძალიან ზოგადია. ეს კანონი არის დასახვეწი და ჩემთვის გაურკვეველია თუ რატომ არ შევიდა პარლამენტში დაწვეწილი კანონის პროექტი”, _გვითხრა მიხეილ გოგოტიშვილმა.