ლაივ–კონცერტზე იოანე არაბული და ბლუზ როკ ჯგუფი “shelby” იმღერებენ. კონცერტზე შესრულდება როგორც ჯგუფის სიმღერები, ასევე ცნობილი “ქავერები”. საღამოდან შემოსული თანახა მთლიანად “დიმიტრის ცინცაძის“ ფონდში გადაირიცხება.
საქველმოქმედო საღამოს გამართვის მიზანს ლეიკეემით დაავადებული ბავშვების დახმარება წარმოადგენს.
“გახდი ქველმოქმედი და გადაარჩინე სიცოცხლე – ესაა ჩვენი სლოგანი. დარეკეთ ნომერზე 09 01 08 08 06. ერთი ზარის ღირებულება ერთი ლარია. ასევე, ფონდის ანგარიშის ნომერია საქართველოს ბანკი: BAGAGE22, GE62BG0000000996577500. TBC ბანკი: TBCBGE22, GE98 TB75 1753 6080 1000 03”, _ ახადებენ აქციის ორგანიზატორები.