“რა არ მოსწონს უმცირესობას, დღეს მათი საქმეა. ჩვენ უმრავლესობა ვფიქრობთ, რომ სამთავრობო პროგრამა სწორედ ისაა, რომელიც სჭირდება ქვეყნის განვითარებას. საგარეო ურთიერთობებისა და პოლიტიკური პრიორიტეტებიდან გამომდინარე, ასევე საშინაო ეკონომიკური, სოციალური, განათლების, სოფლის მეურნეობის იმ საკითხებზე, რომელზეც მთავრობას თავიდანვე ჰქონდა აღებული გეზი, დღესაც გრძელდება, რადგან ღარიბაშვილის მიერ წარმოდგენილი მთავრობა ფაქტიურად იგივეა, მხოლოდ შსს-ს მინისტრი იცვლება. მიმაჩნია, რომ ის პრიორიტეტები და მიმართულებები, რომელიც მთავრობას ჰქონდა, გაგრძელდება და დროში დავინახავთ ქვეყნის წინსვლას და კეთილდღეობას”, _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა.