ამ ლაბორატორიაში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში საიდენტიფიკაციო მონაცემებთან ერთად სისხლის ჯგუფის და რეზუსის მითითების ყველა მსურველს აღნიშნული კვლევა ადგილზე ჩაუტარდება, ხოლო ყველა იმ პირს, ვინც გამოთქვამს სურვილს გახდეს სისხლის დონორი, გაიღოს 250 გრ სისხლი და დაეხმაროს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს, შესაძლებლობა ეძლევა სრულიად უფასოდ ჩაიტაროს გამოკვლევა 4 სახის ვირუსზე.
მართვის მოწმობაში მფლობელის სისხლის ჯგუფის ასახვა ნებაყოფლობითია, რაც ექიმის მიერ გაცემული ცნობის (სადაც მითითებულია სისხლის ჯგუფი და რეზუსი) ან მომსახურების სააგენტოში ჩატარებული კვლევის საფუძველზე მოხდება.
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობაში აღნიშნული ინფორმაციის ასახვა ავტოსაგზაო შემთხვევის ან სხვა ექსტრემალური სიტუაციის დროს სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომელებს დაეხმარება მოახდინონ სწრაფი რეაგირება და დაზარალებული პირის სისხლის ჯგუფის დასადგენად ნაკლები დრო დახარჯონ.