ღონისძიებას დედაქალაქის მერი გიგი უგულავა და საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, ასევე მოქანდაკე ზურაბ წერეთელი, თეატრალური სამყაროს წარმომადგენლები და რამაზ ჩხიკვაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.
“ჩემი აზრით, დღევანდელი დღე რამაზ ჩხიკვაძისადმი მადლიერების დღეა, რადგან ამ ადამიანის სახელი მე-20 საუკუნის ქართული კინოსა და თეატრის და საერთოდ კულტურული ცხოვრებისაგან განუყოფელია.
ვამბობ რამაზ ჩხიკვაძეს და ფაქტობრივად, ვგულისხმობ მე-20 საუკუნის ქართული კულტურის მთელ დიდ ეპოქას.
ამიტომ, ამ ძეგლის გახსნა ერთი მხრივ მადლიერებაა და მეორე მხრივ, უკვდავყოფა და რა თქმა უნდა მცირედი საჩუქარი. მიხარია, რომ თბილისის მერიას შესაძლებლობა გვქონდა ამაში მონაწილეობა მიგვეღო.
ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ბატონ ზურაბ წერეთელს, რომლის ინიციატივაც იყო ძეგლის დადგმ,” _ განაცხადა გიგი უგულავამ.