ღარიბაშვილმა საქართველოს ერთადერთ გზად ევროპული გზა დაასახელა. მან აღნიშნა, რომ ეს არჩევანი არ გაუკეთებია, რომელიმე მთავრობას. არჩევანი მხოლოდ ქართველმა ხალხმა გააკეთა.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ის გააგრძელებს პარლამენტთან მჭიდრო თანმაშრომლობას. მოუსმენს ყველა რაიონის მაჟორიტარს და გაიგებს იქ არსებული პრობლემების შესახებ.
“ჩვენ არ ვაპირებთ სინგაპურიზაციის გზით ვიაროთ. ჩვენი საგარეო პოლიტიკის კურსი ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, საქართველოს მომავალი არის ევროკავშირი, ევროპისკენ სწრაფვა. უკრაინა და მოლდოვა გაცილებით მეტად არიან დამოკიდებული რუსეთზე, ვიდრე ჩვენ.
არ მინდა გაკრიტიკოთ, მაგრამ მიწევს თუ გადავხედავთ რა სტრატეგიული ობიექტები გაქვთ მიყიდული რუსეთისთვის, კარგი იქნებოდა უფრო კრიტიკული ყოფილიყავით თქვენი ხელისუფლების მიმართ. ჩვენ მყარად გავაგრძლებეთ სვლას ევროპისკენ,” _ განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას.