თუმცა, წარმატებას უსურვა როგორც ქვეყნის პრემიერს. ვაშაძემ აქვე ნაცმოძრაობის ხელისფლებაში დაბრუნების პროგნოზი გააკეთა და აღნიშნა, რომ არ სურს ისეთ ქვეყანაში მოუწიოს ხელისუფლებაში ყოფნა, სადაც ჩამოშლილი ეკონომიკა და გაყინული პენსიები დახვდება.
“ბატონო ირაკლი, მე ნამდვილად ვერ დაგიჭერთ მხარს პრემიერობაზე. თუმცა, მინდა წარმატება გისურვოთ, რადგან თქვენი წარუმატებლობა არ არის მხოლოდ პერსონალური წარუმატებლობა. ეს არის საქართველოს წარუმატლებლობა და საქართველოს მოქალაქეების წარუმატებლობა. პირადად ჩვენთვისაც, ეს არის პრაგმატული ინტერესი. იმიტომ რომ ჩვენ მართლაც ვფიქრობთ, რომ დავბრუნდებით ხელისუფლებაში და ნამდვილად არ გვინდა, რომ გაყინული პენსიები და ჩამოშლილი ეკონომიკა დაგვხვდეს. ჩვენ გვინდა წარმატებული ქვეყანა დაგვხვდეს, რომლის განვითარებასაც ჩვენ გავაგრძელებთ. იმიტომ რომ ჩვენ ჯანსაღი კონკურენციის ნამდვილად არ გვეშინია და პირიქით, დარწმუნებული ვართ ჩვენს ძალებში. ის რაც ამ ორი დღის მანძილზე ხდებოდა ეს იყო დაპირისპირების და კინკლაობის ჩვენება. ვფიქრობ, რომ დაპირისპირება ანგრევს, ხოლო თანამშრომლობა აშენებს ქვეყანას”, _ განაცახდა საპარლამენტო ტრიბუნასთან გამოსვლისას უმცირესობის დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ.