მისი შეფასებით საგარეო პოლიტიკური გარემო არაერთგვაროვანია, საშინაო მდგომარეობა კი აშკარად უკეთესობის სურვილს იწვევს.
“დღევანდელი სისტემა არის აჯაფსანდალი, რომელიც არც საპრეზიდენტო, არც ნახევრადსაპრეზიდენტო და არც საპარლამენტო არ არის, მაგრამ მაინც გარკვეულ წილად წარმოადგენს გადადგმულ ნაბიჯს ცვილიზებული საპარლამენტო სისტემის შექმნისკენ. საკონსტიტუციო ცვლილებები მორგებული იყო სააკაშვილის მიერ ძალაუფლების დაახლოებით ორი ვადით შენარჩუნებისკენ და ბევრი რამ, ამ სისტემაში საკამათოა. საპარლამენტო ურთიერთობების კულტურა ჩვენთან ჩანასახოვან მდგომარეობაშია, მაგრამ რადგან ავირჩიეთ საპარლამენტო მმართველობა, საჭიროა ამ რთულ გზაზე გავიაროთ და იმ სირთულეებს გავუძლოთ, რაც ამ სისტემას ახლავს თან”.
ექსპერტი აცხადებს, რომ სწორი გათვლაა, როცა სურთ პარტია “ქართული ოცნება” გააძლიერონ, თუმცა კახი კალაძისა და მოქმდი პრემიერის ჩადგომა ამ პოლიტიკური ორგანიზაციის სათავეში, მისი შემდგომი სტრუქტურირების გზაზე, მისი აზრით სერიოზული პრობლემების შემცველი იქნება.
“საქართველოს უნდა ჰყავდეს კაბინეტი და არა ბიძინა ივანიშვილის მთავრობა. აუცილებელია სამართალდამცავი სისტემა რეალურად იყოს დამოუკიდებელი. ჩვენ კარდაგ ვხედვთ, რომ არც პროკურატურა და არც სასამართლო არ არის დამოუკიდებელი. საჭიროა და აუცილებელი მინისტრთა კაბინეტში ცვლილებები. იქ რამდენიმე მინისტრი, მაგალითად სოზარ სუბარი, თეა წულუკიანი თავად ყოყმანობენ გააგრძელონ თუ არა საქმიანობა მთავრობაში. ვფქრობ, თანდათან ბატონი ღარიბაშვილი გადახედავს მთავრობის შემადგენლობას”.
უახლოესი ერთი წლის განმავლობაში მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს ექსპერტი ლევან ალაფიშვილიც. ამ განსახორციელებელ ცვლილებებს იგი პრემიერისთვის პირველ გამოწვევად მიიჩნევს.
“არ გამოვრიცხავ, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში ცვლილებები მოხდეს მთავრობაში. კოალიციაში და პარტიაში უკვე მომწიფდა სხვადასხვა მოსაზრებები, რომლებმაც შეიძლება რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიგვიყვანოს. ღარიბაშვილს მოუწევს არა მხოლოდ მთავრობის გუნდის შენარჩუნება, არამედ იმის დადასტურებაც, რომ ის არის ჭეშმარიტი ლიდერია. მოსალოდნელი ცვლილებები იქნება პირველი სერიოზული გამოწვევა პრემიერისთვის”.