“გურია ნიუსთან” საუბრისას თამარ ჩუგოშვილმა ეს ინფორმაცია უარყო. მისი თქმით, პრემიერის შეცვლის მიუხედავად, იგი თავის ადგილას რჩება და საქმიანობას აგრძელებს.
“ეს ინფორმაცია საიდან გაქვთ, არ ვიცი. იმიტომ, რომ მე იქ ვარ, სადაც ვიყავი. პირველად მესმის ეს ინფორმაცია. ვარ პრემიერ-მინისტრის თანაშემწე. ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება,” _ უთხრა “გურია ნიუსს” ჩუგოშვილმა.