როგორც მოწმეები აღნიშნავენ, ისინი აგიტატორები თავიანთი ნებაყოფლობით იყვნენ და თანხაც შესაბამისად აგიტაციისთვის აიღეს.
სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს, რაც ბრალდებული ვანო მერაბიშვილის კომენტარებითაა გამოწვეული. მოსამართლე ნათია ბარბაქაძე მერაბიშვილს სასამართლო დარბაზიდან გაძევებით დაემუქრა თუ ის პროვოკაციულ ქმედებებს არ შეწყვეტდა. თავის მხრივ, მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ის განაგრძობდა განცხადებების გაკეთებას და საკუთარი უფლებების დაცვას.
მერაბიშვილმა მოწმე მურად აბაშიას, ფოთიდან, მადლობა გადაუხადა, როცა ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად პროკურატურაში დაბარებისა, ის ბოლომდე ნაცმოძრაობის მხარდამჭერი დარჩა და ბაქრაძის საარჩევნო კამპანიაშიც ჩართული იყო.
“მინდა ყველა იმ მოწმეს მადლობა გადავუხადო და ბოდიში ვუთხრა, რომ ჩვენს გამო ამდენი წვალება უწევთ”, _ განაცხადა მერაბიშვილმა.
ცნობისთვის, სასამართლო პროცესზე ვანო მერაბიშვილსაც აქვს მოწმეებისთვის კითხვის დასმის უფლება. ის ძირითადად მოწმეებს იმას ეკითხება, თუ რამდენჯერ დაიბარეს პროკურატურაში და იყო თუ არა ეს მათთვის არასასიამოვნო ფაქტი.
ბოლო მოწმე მურად აბაშიამ მერაბიშვილს უპასუხა, რომ ის ქუთაისის პროკურატურაში ბოლოს დილით მიიყვანეს, სადაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ყველა მოწმეს სასამრთლოში ქცევის ჩვევები გააცნო, თუ როგორ უნდა დაედოთ ფიცი და როგორ მოქცეულიყვნენ, რასაც დარბაზში ხმაური მოჰყვა.