როგორც გაერთიანების წარმომადგენელი, ლიკა ლობჟანიძე ამბობს, აქცია თბილისის ყველა უბანში ჩატარდება, რომლის დროსაც აქციის მონაწილეები მოსახლეობაში შეაგროვებენ თბილ ტანსაცმელს, საოჯახო ნივთებს და აქციის ბოლო დღეს, 4 დეკემბერს გადასცემენ ორხევში და აფრიკაში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 100 ოჯახს.
ლიკა ლობჟანიძის განცხადებით, ეს არის მათი ორგანიზაციის რიგით მესამე აქცია. პირველი საქველმოქმედო აქცია ჩატარდა 16 ოქტომბერს, მეორე აქცია იყო “გაუხანგრძლივე სიცოცხლე”, რომლის დროსაც სისხლი გაიღეს ლეიკემიით დაავადებულებისთვის.
მოძრაობის წევრებმა მიმართეს ისანი-სამგორის მაჟორიტარ დეპუტატ ზურაბ აბაშიძეს, რათა დაუკავშირდეს აქციის მონაწილეებს და ერთად დადგნენ ამ ოჯახების დასახმარებლად.
აქციის მონაწილეებმა თხოვნით მიმართეს თბილისის მაცხოვრებლებს ჩაერთონ აქციაში და გაუთბონ ზამთარი მათ, ვისაც ყველაზე ძალიან სჭირდებათ დახმარება.