სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, როგორც მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლება და ასევე სასჯელის მოუხდელი ნაწილის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით შეცვლა მოხდება. ინდივიდუალური გასაუბრებები რუსთავში, სასჯელარსრულების მე-5 ქალთა დაწესებულებაში 23 ნოემბერს, 11 საათზე დაიწყება.