გვატემალაში სამგზავრო ავტობუსის ხევში გადავარდნის შედეგად სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 19 დაშავდა.
„ამ საგზაო შემთხვევას თხუთმეტი ადამიანი ემსხვერპლა – 11 მამაკაცი, სამი ქალი და ერთი არასრულწლოვანი“, – განუცხადა reuters-ის ინფორმაციით, ჟურნალისტებს ადგილობრივი მეხანძრეების წარმომადგენელმა, ლენდრო ამადომ და დასძინა, რომ დაახლოებით 19 დაშავებული შემთხვევის ადგილის მახლობლად მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა გზის იმ მონაკვეთზე მოხდა, რომელიც ხშირი ნისლით არის ცნობილი, რაც მძღოლებისთვის ხილვადობას საგრძნობლად ამცირებს.






























































