“სამწუხაროა, რომ დღეს ამ ფაქტზე მიწევს კომენტარის გაკეთება, არანაირი კავშირი არ მაქვს მომხდართან, ტელეკომპანია “ქუთაისის” დამფუძნებელთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა მაქვს, სერგო ჩივაძე კი მხოლოდ ერთხელ მინახავს. მე მივიღე ძალიან დიდ მორალური ზარალი ამიტომ ვაპირებ, სერგო ჩივაძესთან სასამართლო დავაში შევიდე და ცილისწამებისთვის მისი პასუხისგებაში მიცემა მოვითხოვო”, _ განაცხადა ხატია ვედმედევამ.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან სერგო ჩივაძესა და ტელეკომპანია “ქუთაისის” ერთ-ერთ მფლობელ შოთა ჩიქოვანს შორის დაპირისპირება მოხდა. ჩივაძის მიერ გავრცლებული ინფორმაციით, მას ჩიქოვანმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ ფაქტზე არაფერს ამბობს თავად ჩიქოვანი, ის ჩივაძეს “პროვოკატორს” უწოდებს.
ჩივაძის განცხადებით, მისი საინფორმაციო სააგენტო “kutaisitoday” ინფორმაციის მოპოვებას შეეცადა ბალანჩივაძეების თეატრის ფინანსურ მდგომარეობასა და არსებულ სიტუაციაზე, რამაც ვედმედევას გაღიზიანება გამოწვია.
აღნიშნულ ფაქტზე უკვე მიმდინარეობს გამოძიება, სხეულის დაზიანების მუხლით .