“მის აღმატებულება ლატვიის პრეზიდენტს, ბატონ ანდრის ბერზინშს, თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო, შეძრწუნებული ვარ ქ. რიგაში მომხდარი უბედური შემთხვევით, რომელსაც მრავალი ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
ამ ტრაგედიამ შეძრა ქართველი ხალხი. ჩვენ თანამონაწილენი ვართ თქვენი ღრმა მწუხარების და პირად ტრაგედიად აღვიქვამთ მომხდარს.
მინდა გამოვხატო ჩემი და მთლიანად საქართველოს თანადგომა მოძმე ლატვიელი ხალხის მიმართ, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის გვერდით უმძიმეს წუთებში.
გთხოვთ, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი გულწრფელი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს და მთელ ლატვიელ ხალხს”, _ ნათქვამია გიორგი მარგველაშვილის სამძიმრის წერილში.
ცნობისთვი, რიგაში, სავაჭრო ცენტრ “მაქსიმას” ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 50-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება. სამაშველო სამსახურის განცხადებით, არ არის გამორიცხული მსხვერპლი კვლავ გაიზარდოს. შემთხვევის შედეგად ათობით ადამიანია დაშავებული, რომელთა უმრავლესობა ჰოსპიტალიზებულია.
ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, ლატვიაში სამდღიანი გლოვა გამოცხადდა სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა პატივსაცემად.