https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

    პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

ბიზნესის დატერორება “ომით დაუძლურებული სამშობლოს დასახმარებლად”

8:11; 24.11.2013
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

“ნოკიას” ოფიციალური პარტნიორი “გოლეთიანის სავაჭრო სახლის” წარმატება 2004 წლიდან დაიწყო, როდესაც სააკაშვილის მთავრობამ საბაჟო რეჟიმი გაამკაცრა და კონტარაბანდული ტვირთის მოძრაობა აკრძალა. შედეგად ლეგალურ პროდუქტზე მოთხოვნა გაიზარდა და 2008 წლისთვის “გოლეთიანის” წილი მობილური ტელეფონების ბაზარზე დაახლოებით 60%-ს შეადგენდა.

“2007-2008 წლებში ჩვენმა ორგანიზაციამ ბაზრის 60%-ზე მეტი დაიკავა. ამ დროს მომხმარებელს ჩვენს გარდა გარნატიით ტელეფონს არავინ სთავაზობდა. ამან განაპირობა კიდეც ჩვენი წარმატება. 2008 წლის პირველ 6 თვეში 20 მილიონიანი ბრუნვა გვქონდა. საქართველოს მაშტაბით ეს დიდი ბრუნვაა. ამ დროს უკვე მუსირებდა აზრი, რომ ვიღაცეებს ბიზნესს ართმევდნენ, ატერორებდნენ, მაგრამ მე ამის არ მჯეროდა,” _ ამბობს ჭიჭიკო გოლეთიანი.

ფინანსურ პოლიციის უფროს დავით ქარსელაძის ძმა სოსო ქარსელაძე გოლეთიანის შვილებთან მეგობრობდა. მან ძმებ გოლეთიანებს საგადასახო სტრუქტურებთან პრობლემების შემთხვევაში დახმარება შესთავაზა.

“ბიჭებმა ეს რომ მითხრეს, ეჭვი შემეპარა. მივხვდი, რომ შორიდან მივლიდნენ და მაფრთხილებდნენ, რომ თუ კომპანიაში შემომიცვივდებოდნენ და დამიყადაღებდნენ, მცოდნოდა ვისთვის მეთხოვა დახმარება,” _ ამბობს ჭიჭიკო გოლეთიანი, რომელსაც მანამდე საგადასახდო სტრუქტურებთან პრობლემა არასდროს ჰქონია.

ან ფული, ან წილი

პრობლემები 2008 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც “გოლეთიანში” ფინანსური პოლიციის 50-კაციანი ჯგუფი შევარდა. მანამდე კი აქტიურად ეძებდნენ კომპრომატებს: “გოლეთიანის” მაღაზიებში საკონტროლო შესყიდვები ჩაატარეს, მაგრამ როგორც ჭიჭიკო გოლეთიანი ამბობს, ფინანსურმა პოლიციამ ამ მეთოდით დარღვევა ვერ იპოვა.

“თვითონ გამომძიებელმა მაჩვენა ჩემს მაღაზიაში შესყიდული 20-მდე ტელეფონი და მითხრა: რა ვქნა, ვერაფერი ვიპოვე. ქარსელაძე კი მაწვება, დაიჭირე, შეაგდეო, რამე პირადი წყენა ხომ არ გაქვს, რას გერჩისო. ამან რომ არ გაჭრა, 50-60 კაციანი ჯგუფი შემომისიეს. მე კიდევ ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა ჩემს თავს და დიდი სიამაყით ვაჩვენებდი “ნოკიას” სერვისცენტრს. ვეუბნებოდი, რომ საქართველოში ერთადერთი ავტორიზირებული სერვისცენტრი მაქვს, რომ აქ ევროპული სტანდარტებია, ჩავიყვანე და დავათვალიერებინე ხალხის მუშაობის პროცესი, ანტისტატიკური გარემო, მიკროსკოპები, მათი შემოსვლა სულ არ მაღელვებდა, პირიქით, ვიფიქრე ვაჩვენებ ყველაფერს და გაერკვევიან -მეთქი. ამ დროს კი ფინანსური პოლიციის განსაკუთრებულ საქმეთა საგამოძიებო დეპარტამენტის წარმომადგენლები მშვიდად მეუბნებიან: ისეთი ბრუნვები გაქვს, ერთ სამმილიონს დაგაკისრებთო. მე ეს ხუმრობად ჩავთვალე, მაგრამ მალე დაიბარეს და დაკითხეს ყველა ჩვენი დილერი, აბა როგორ ყიდდით ტელეფონებს, ფულს ზედმეტს ხომ არ გახდევინებდნენ, ზედმეტს ხომ არ წერდნენო. არც ერთი ჩვენება, არც ერთი ფაქტი არ იყო ჩემი ორგანიზაციის წინააღმდეგ. მერე ადგნენ და ამ 4 წლის განმავლობაში თუ ვინმე გამიშვია სამსახურიდან, დაიწყეს მათი დაბარება და დაკითხვა. ასეთი სულ 4-5 ადამიანი აღმოჩნდა, მათ რა კომპრომატები უნდა ჰქონოდათ ჩვენს წინააღმდეგ? რომ ვერაფერი ნახეს, სარევიზიო კომისიამ შეიქმნა რაღაც აბსურდული აზრი და მე და ჩემს შვილს ორ კომპანიაზე დაგვაკისრეს 3,5 მილიონი. ზუსტად ის თანხა, რაც თავიდან მითხრეს, სანამ დოკუმენტების შემოწმებას დაიწყებდნენ. როგორც გაირკვა, მათ ჰქონდათ პრინციპი, რომ ბიზნესმენს უნდა გადაეხადა ნავაჭრის 10%. ამ დროისათვის უკვე გვქონდა ნავაჭრი 35 მილიონი და დაგვაკისრეს შესაბამისი თანხა,” _ ამბობს ჭიჭიკო გოლეთიანი.

მისივე თქმით, ფინანსური პოლიციის უფროსის გეგმა ასეთი იყო: კომპანიას 3,5 მილიონ ლარს დააკისრებდნენ, მაგრამ რეალურად დაახლოებით 500 ათასს გადაახდევინებდნენ, დარჩენილი თანხის სანაცვლოდ კი კომპანიაში წილს მოითხოვდნენ.

“ჩემი პრაგმატიზმი იქ დამთავრდა, როგორც კი მივხვდი, რომ რაღაცის წართმევას მიპირებდნენ. ეს არ იყო მამის დატოვებული ან შევარდნაძის დროს რაღაც მახინაციებით დაწყებული ბიზნესი. საქმე ბაზრობაზე წვრილი ტექნიკის რეალიზაციით დავიწყე და წლების მანძილზე მარტო ვაშენებდი ბიზნესს, რომლის წართმევაც ერთ დღეში დამიპირეს. 90-იანებში ვიცოდი როგორ დავპირისპირებოდი მხედრიონს, მაგრამ როდესაც ვნახე სახელმწიფო მანქანა დამიპირისპირდა, მივხვდი რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლოში ჩავები. მე მათ ფაქტობრივად მაშინ დავუპირისპირდი, როდესაც ჩემი შვილები ქარსელაძეებთან მოწყალების სათხოვნელად არ გავგზავნე. დამიკეტეს ყველა მაღაზია, არ მაძლევდნენ ჩამოსული საქონლის განბაჟების უფლებას, დაგროვდა ეს საქონელი საბაჟოზე, იქ ცალკე დამედო ვალები, გადაივსო აეროპორტის საწყობები ჩემი საქონლით, ამაზე ცალკე დამედო ვალები და ვერ ვიხდიდი ვერაფერს იმიტომ, რომ დაყადაღებული მქონდა ანგარიშებიც. თავის მოკვლაზე არასოდეს მიქრია, მაგრამ შერცხვენილს, გაკოტრებულს და გაფარჩაკებულს სიკვდილი მერჩივნა,” _ ამბობს “გურია ნიუსთან” ჭიჭიკო გოლეთიანი, რომელიც პირადად შეხვდა და ესაუბრა დავით ქარსელაძეს. ის ბიზნესმენისაგან ომით დაუძლურებული სამშობლოს დახმარებას მოითხოვდა, უარის შემთხვევაში კი დაპატიმრებით ემუქრებოდა.

“ნოკიას” წერილი პრეზიდენტ სააკაშვილს

“ნოკიამ” საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბიზნესპარტნიორის მხარდამჭერი წერილი გაუგზავნა და მომხდარის განმარტება მოითხოვა.

“გოლეთიანის სავაჭრო სახლთან 1998 წლიდან ვთანამშრომლობთ. 2004 წლიდან, როდესაც საგადასახადო კანონმდებლობა შეიცვალა, ჩვენ მივაღწიეთ მნიშვნელოვან წარმატებას საქართველოში. “გოლეთიანი” ყოველწლიურად ამტკიცებდა, რომ კარგი არჩევანი იყო “ნოკიასთვის”. როგორც კი გაყიდვები და შესაბამისად, ბაზრის წილი გაიზარდა, შემცირდა ნაცრისფერი ბაზრის წილი, რაც ნეგატიურად აისახა ზოგიერთის პირად ინტერესებზე. ჩვენ არ გვსურს კომპანიის საქართველოში დარჩენის მიზანშეწონილობა გადაიხედოს მხოლოდ და მხოლოდ საგადასახადო სამსახურის ბუნდოვანი ქმედებების გამო,” _ ნათქვამია პრეზიდენტისადმი გაგზავნილ წერილში.

“ნოკიას” პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოკლე პასუხი გაუგზავნეს.

“რაც შეეხება თქვენი პარტნიორი კომპანიის საგადასახადო შემოწმებას, აღნიშნული საქმე უკვე გადაეცა გენერალურ პროკურატურას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ კომპანიის მიმართ ყველა ღონისძიება კანონის შესაბამისად მიმდინარეობს და კონკრეტული პერსონების პირადი ინტერესები არ იკვეთება. იმ მოვლენების მიუხედავად, რაც გასულ თვეს მოხდა საქართველოში (იგულისხმება აგვისტოს ომი) ჩვენ მტკიცედ გვწამს, რომ მდგომარეობა მალე დასტაბილურდება და საქართველოს ბაზარი კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება უცხოური კომპანიებისა და ინვესტორებისთვის,” _ წერილს პრეზიდენტის ადმინისტრაციის სახელით დავით ჩანტლაძე აწერს ხელს.

დოკუმენტების გაყალბება

ჭიჭიკო გოლეთიანის თქმით, გამომძებელი დავით ნატრიაშვილი მასთან პირად საუბარში აღიარებდა, რომ მის წინააღმდეგ მტკიცებულებები არ ჰქონდათ, მაგრამ “ზემოდან აწყვებოდნენ, რომ ან მამა დაეჭირა ან შვილი.”

“მეგობრები რომ მირეკავდნენ, რა ხდება, დაგანებეს თავიო, მე გაბრაზებული ვიგინებოდი მათი მისამართით, ესენი კი თურმე ჩემს ტელეფონს უსმენენ და ამის მიხედვით ზრდიან გადასახადის ოდენობას. ამ დათვლაში, ძალიან რომ ჩქარობდნენ, გამორჩათ ბანკით ანუ განვადებებით გაყიდული საქონელი დაახლოებით 600 ათასი ლარის. თავიდან დაადგინეს, რომ თვითღირებულებაზე 600 ათასი ლარით ნაკლებად მაქვს საქონელი გაყიდული და ეს ითვალისწინებს საბაზრო ფასების მიყენებას. ესეც სისულელეა, რადგან არაფერს არ ითვალისწინებს. გადაიანგარიშეს საბითუმო გაყიდვები საცალო გაყიდვებზე, დაიანგარიშეს რაღაც თავიანთი მეთოდებით და საბოლოოდ 3,5 მილიონი გამოიყვანეს. როგორც კი აღმოვაჩინეთ, რომ მათ განვადებით გაყიდული საქონელი გამორჩათ, შემოსავლების სამსახურში ჩვენი საქმის განხილვის დროს ეს დოკუმენტაცია წარვადგინეთ. ახალ დასკვნაში აღიარებდნენ, რომ 600 ათასი გამორჩათ, მაგრამ უკან არ დაიხიეს და თვითღირებულებაზე დაამატეს თანამშრომლების ხელფასები, დაცვის ხარჯები, დენის თანხები ანუ ყველა ის კომპონენტი, რაც თვითღირებულებაში არ შედის. ეს იყო კომერციული ხარჯები და არავითარი კავშირი არ ჰქონდა საქონლის თვითღირებულებასთან.

ეს თანხა მაინც არ ეყოთ და ამიტომ, დოკუმენტებიც გააყალბეს. სარევზიო კომისიის ოქმში მითითებულია, რომ 2007 წლის კომპანიის ხარჯი შეადგენს 998 121ლარს ნაცვლად 328 910 ლარისა. 2007 წელს წარდგენილი გადასახადების დეკლარაციაში ნათლად ჩანს, რომ 2007 წლის ადმინისტრაციული ხარჯი შეადგენდა 328 910 ლარს, ამ მექანიზმით გადათვალეს ვითომდაც გადასახადები და აწიეს თავის ჯარიმა საურავიანად სამ მილიონზე მეტი. რომელი იდიოტი დამალავს ხარჯს? თუ ხარჯი აქვს ბიზნესმენს, ის ამ ხარჯის გამოკლებით იხდის მოგების გადასახადს. საბოლოოდ დამიტოვეს ისევ 3,5 მილიონი. ავდექით და გავასაჩივრეთ სამინისტროში. სამინისტრო უარს გვეუბნებოდა განხილვაზე. დაგვიბარებდნენ, 6-7 საათი ველოდებოდით დერეფანში, მერე თავს გამოყოფდნენ კაბინეტიდან და გვეტყოდნენ: დღეს განხილვა არ იქნებაო. ასე გვატარეს 2-3 თვე, მერე გავიდა წელიწადიც. დაყადაღებული მაქვს ანგარიშები და რაც იყიდება თვითონ ხსნიან იმ თანხას, ხან გამომძიებელი მირეკავს, რომ სასწრაფოდ შემოიტანე 50 ათასი, რომ ძირი თანხა შეივსოს, თორემ იძულებული გავხდებით შენ და შენი შვილი დაგიჭიროთო. ჩემი ანგარიშებიდან დაუკითხავად დაიწყეს თანხების მოხსნა და საბოლოოდ ამან შეადგინა 2 მლნ 400 ლარი ძირი თანხა და კიდევ დაახლოებით 1 მილიონი ლარი აქვთ ამოსაღები. ვიფიქრე, რომ სასამართლოში დავამტკიცებდი ჩემს სიმართლეს, მაგრამ იქ ნამდვილი ნუცას სკოლა დამხვდა. ჩვენ რომ ვაჩვენებდით ჩვენს არგუმენტებს, ჩვენს დეკლარაციებს, მოსამართლე გპასუხობდა, ტყუილად ნუ ირჯებით, ტექნიკური საკითხებისა მე არაფერი გამეგებაო. ამ ხნის განმავლობაში მთავრობას ბევრი ჩემნაირი პრობლემა დაუგროვდა, ბიზნესმენებს ფულის გადახდა დააკისრეს, მაგრამ რეალურად ბოლომდე ვერ ართმევდნენ. ამიტომაც გამოსცეს სპეციალური კანონი – საგადასახადო გარიგება და გვითხრეს, ეს კანონი დაახლოებით 2 თვე იმუშავებს და ვინც გააფორმებს გადახდილად ჩაეთვლებაო. წელიწად-ნახევარი რომ იბრძვი და საშველი არ გაქვს, რა გინდა ქნა? გადავწყვიტე დამედო ეს გარიგება. თანაც გამაფრთხილეს, თუ არ გააფორმებ, იმ დარჩენილ 1 მილიონსაც გადაგახდევინებთო.

როდესაც გარიგება გავაფორმე, თავი დამანებეს, თუმცა მაინც მიბარებდნენ ვითომ გასაუბრებაზე, ან ჩემს შვილს დაიბარებდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ წინასაარჩევნოდ ფული იყო გადასახდელი. ბოლოს 2012 წლის 16 აგვისტოს 120 000 ლარი გადავიხადეთ მე და ჩემმა შვილმა ანუ 60-60 ათასი. გეტყოდნენ მისამართს, მიხვიდოდი და დაგხვდებოდა ჩემსავით დატერორებული და გაძარცვული ბიზნესმენების რიგი, ისევ მთავრობას და ისევ მათ პარტიას რომ აფინანსებდნენ.“

წარსულის გახსენება არავის სურს

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ჭიჭიკო გოლეთიანს სხვა დაზარალებული ბიზნესმენების მსგავსად მისი საქმის ხელახალი გამოძიების იმედი მიეცა. წელიწადზე მეტია ამ საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს, თუმცა შედეგი ჯერჯერობით არ ჩანს.

“გურია ნიუსს” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, რომ უწყება საქმეს ინტენსიურად იძიებს, თუმცა “შეიძლება ითქვას, რომ გოლეთიანის საქმე უფრო პროკურატურას აქვს, ვიდრე ფინანსურის საგამოძიებოს. ანუ ძირითადად ისინი იძიებენ. საქმის შეწყვეტაზე საუბარი არ არის და ვინც ამ საქმეზე დასაკითხია, ყველა დაიკითხება”.

რევიზორები, რომლებიც “გოლეთიანის” საქმეში მონაწილეობდნენ ჩვენთან კომენტარს თავს არიდებენ. ისინი ძირითადად კერძო კომპანიებში დასაქმდნენ და საკუთარი ვინაობის უარყოფით კონტექსტში გაჟღერება არ სურთ. ყოფილი რევიზორები ამტკიცებენ, რომ არ ახსოვთ დეტალები, რადგან ეს საქმე სხვა ასობით საქმისგან არაფრით გამოირჩეოდა. ჩვენთან შეხვედრა არც აწ უკვე ყოფილმა გამომძიებელმა ნატრიაშვილმა მოინდომა. მისი თქმით ის მზადაა ჩვენება მისცეს გამოძიებას და არა ჟურნალისტებს.

ოთარ ფარცხალაძე, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ერთი წლის განმავლობაში კურირებდა, დღეს უკვე მთავარი პროკურორია. რა გავლენას მოახდენს პროკურატურაში განხორციელებული საკადრო ცვლილება თაროზე შემოდებული საქმეების გამოძიებაზე, ეს სულ რამდენიმე თვეში გაირკვევა.

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

"ოცნების" თავმჯდომარე ღარიბაშვილი, გენმდივანი - კახა კალაძე

"სოციალ-დემოკრატების" განცხადება "ქართული ოცნების" ყრილობასთან დაკავშირებით

ყველა სიახლე

სპორტი

ჩოხატაურელ იუნკერთა ხსოვნის ტურნირი

12:14; 26.02.2026
საზოგადოება

ოზურგეთელი, სესილი თოდრაძე საერთაშორისო პროგრამის მონაწილე გახდა

11:44; 26.02.2026
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი – უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ დღეში გაჩნდა მოწოდება, „მეორე ფრონტის“ გახსნაზე

11:30; 26.02.2026
მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკის განუცხადა, რომ მას ომის ერთ თვეში დასრულება სურს – AXIOS

11:22; 26.02.2026
სამართალი

საპატრულო პოლიციამ სარეალიზაციოდ დაფასოებული 30 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო

10:40; 26.02.2026
სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

10:37; 26.02.2026
მსოფლიო

პოლონეთმა, უკრაინაზე რუსეთის მასშტაბური თავდასხმის გამო, საჰაერო ძალების მობილიზება მოახდინა

10:36; 26.02.2026
პოლიტიკა

“ოცნების ხელისუფლების ასეთი გადაფსიხება მე არ მახსოვს” – დავით ზურაბიშვილი

10:29; 26.02.2026
ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26.02.2026
მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

10:06; 26.02.2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9:56; 26.02.2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო