აქციის მონაწილეები მსვლელობით ყოფილ პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციისაკენ გადაინაცვლებენ.
“დიდი ჰესების მშენებლობის შეჩერება ბიძინა ივანიშვილისა და კოალიცია “ქართული ოცნების” მიერ საარჩევნო პროგრამით გაცემულ უაღრესად კონკრეტულ და კატეგორიულ დაპირებას წარმოადგენდა.
დღემდე არათუ “დიდი კაშხლებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვა” არ მომხდარა, არამედ ხელისუფლება ხალხის, მოქალაქეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულების, მუქარისა და მოსყიდვის მცდელობის გზით ცდილობს მათ აშენებას,” _ ნათქვამია აქციის მონაწილეების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.