დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღონისძიება “ჯარის მეგობართა საზოგადოების” ფორმატის ფარგლებში გაიმართა.
სამხედროებთან ერთად ღონისძიებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.
სამხედრო მოსამსახურეებმა ღვინის მარნები დაათვალიერეს და კომპანიის მიერ წარმოებული ქართული ღვინოებისა და სხვადასხვა სახის ალკოჰოლური სასმელების დამზადების ტექნოლოგიებს გაეცნენ. მოგვიანებით მათ კომპანიის ტერიტორიაზე მდებარე საჯინიბოც დაათვალიერეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ მებრძოლთა საკოორდინაციო ჯგუფის და “თი-ბი-სი ჯგუფის” ორგანიზებით გაიმართა. სამხედროებისთვის მსგავსი სახის ღონისძიებები მუდმივად ტარდება, რაც დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების საზოგადოებასთან სრულფასოვან ინტეგრაციას ისახავს მიზნად.