“მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, ფილარმონიაში ტარდება საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის არჩევნები. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა და საჭიროა ჩატარდეს კანონისა და სამართლიანობის სრული დაცვით. წინა არჩევნები, რომელიც 2009 წელს სპორტის სასახლეში ჩატარდა გაშუქდა ერთი-ორი სიუჟეტით, არ იყო მონიტორინგო და 6 კანდიდატიდან მხოლოდ ორ კანდიდატს ჰყავდა წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში. მინდა ვუთხრა ყველა ადვოკატს, რომ არჩევნების დღეს მოვიდეს, დააფიქსიროს თავისი აზრი. გარდა ამისა, აუცილებელია ყველა კანდიდატს ჰყავდეს თავისი წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში, რათა ადგილი არ ჰქონდეს გადაცდომას”.
მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ უნდა შეიქმნას თვისობრივად ახალი ასოციაცია და ადვოკატმა უნდა შეიძინოს ევროპული სტანდარტებით გათვალისწინებული ფუნქციები. მისივე თქმით, დღეს ადვოკატის ფუნქცია დაკნინებულია.
“თითოეული კანდიდატი მოდის თავისი გუნდით, რათა ადვოკატთა ასოციაცია იქნეს გაცოცხლებული, გახდეს უფრო ქმედითუნარიანი. დღეს ადვოკატის ფუნქციები დაკნინებულია და საჭიროა ამ ფუნქციების აღდგენა. დღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია ყურადღების მიღმაა დარჩენილი და იმედია მომავალში მეტი ყურადღება დაეთმობა როგორც მედიის, ისე არასამთავრობოების მხრიდან”.
როგორც მდინარეძემ განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობას იღებს დღეს მომქმედი თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილიც.