“სახალხო დამცველი უერთდება გენდერული ძალადობის აღმოფხვრისაკენ მიმართულ კამპანიას, რადგან სწორედ ერთობლივი ძალებითა და სექტორთა შორის თანამშრომლობით გახდება შესაძლებელი საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა, მსხვერპლთა დაცვა და დახმარება.
“სამწუხაროდ, საქართველოში კვლავ პრობლემად რჩება გენდერული თანასწორობის მიღწევა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ სფეროებში. მიუხედავად საკანონმდებლო, ინსტიტუციურ და სამოქალაქო საზოგადოების დონეზე განხორციელებული არაერთი პოზიტიური ცვლილებისა, კვლავ მაღალია ოჯახში ძალადობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის მაჩვენებელი, რაც თავის მხრივ, არღვევს თანასწორუფლებიანობისა და ადამიანური ღირსების პატივისცემის პრინციპებს და ართულებს ქალის შესაძლებლობათა სრულად გამოვლენას ქვეყნისა და საზოგადოების საკეთილდღეოდ”, _ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.