საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ მილიონ-ნახევარი ლარით დაფინანსდა. დევნილებისთვის ბინების გადაცემას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილეები, ადგილობრივი თვითმმართველობა და მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციაზე 50 ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის 15 დევნილი.