“სოფო ჯაფარიძემ მინისტრს უკვე მიმართა განცხადებით გათავისუფლების შესახებ. მინისტრსაც გადაწყვეტილი აქვს ეს განცხადება დააკმაყოფილოს, რადგან სოფომ წასვლა გადაწყვიტა.
თუმცა, ამ წუთებში აქვს თუ არა ბრძანებას ხელი მოწერილი, ვერ გეტყვით,” _ უთხრა “გურია ნიუსს” სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ირაკლი კორძაიამ.
რაც შეეხება ჯაფარიძის შემცვლელს, სამინისტროში ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ. არც ის არის ცნობილი, სოზარ სუბარის მოადგილის პოსტზე რამდენი კანდიდატი განიხილება.
შეგახსენებთ, სოფო ჯაფარიძემ “გურია ნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, რომ ის ახალ თანამდებობაზე მუშაობას დეკემბრის პირველი კვირიდან დაიწყებს.