როგორც გიორგი მარგველაშვილმა კომიისიის წარდგენისას განაცხადა, კომისიის თითოეული წევრი მათ მიმართ საზოგადოების ნდობისა და იმის გათვალისწინებით შეირჩა, რომ არც ერთი მათგანი რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებული არ არის.
“მინდა, კომისიის წევრებს მადლობა გადავუხადო, რომ დათანხმდნენ ასეთ მნიშვნელოან და ამავე დროს რთულ სამსახურს. კომისია იმუშავებს ამჟამად მიმდინარე საქმეებზე და ასევე კომისიის დებულებაზე, რომ დაიხვეწოს და გახდეს ეფექტური. კომისიის ყველა წევრის შერჩევის კრიტერიუმი ეს იყო ნდობა, რომელიც ამ ადამიანებს აქვთ საზოგადოების მხრიდან, ის რომ ისინი არ არიან დაკავშირბეული რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან და მათი განსაკუთრებული ღირებულებებისა და ჰუმანურობიდან გამომდინარე, რაც მათ ბიოგრაფიას გასდევს”, _ განაცხადა მარგველაშვილმა.

































































