(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დაიწყო არსებული საფეხბურთო მოედნის სარემონტო სამუშაოები, რომელიც სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. მაჟორიტარი დეპუტატის, სოფლის გამგებლის და ამავე სოფლის მკვიდრი ახალგაზრდობის ურთიერთთანადგომითა და მონდომებით, აქ უკვე მოიტანეს საშენი და შესაღობი მასალა _ ქვიშა, ცემენტი, ბოძები, მავთულბადე.
_ რემონტი ერთ კვირაში დასრულდება, შემდეგ კი აქ გაიმართება ტრადიციული შეჯიბრი ფეხბურთში გურია-აჭარის ახლომდებარე სოფლების: ლიხაურის, ჭანიეთის, ქაქუთის, ლეღვას ახალგაზრდებს შორის, _ გვითხრა სოფელ ქაქუთის მკვიდრმა ირაკლი კვირკველიამ. მანვე აღნიშნა, რომ გაღმა-გამოღმა ქაქუთს შორის, მდინარე ჩოლოქზე გადებული ხიდის აღდგენა სულ მალე დასრულდება. მთლიანობაში, ეს იქნება საზეიმო დღე, რომელიც სპორტული შეჯიბრით დასრულდება.