“ვილნიუსში საქართველოს პრეზიდენტის და საქართველოს დელეგაციის ვიზიტი არის მართლაც ისტორიული, ვინაიდან მოხდება პარაფირება ასოცირების შეთანხმების და დაიწყება ევროკავშირში ინტეგრაციის უაღრესად მნიშვნელოვანი, საკმაოდ შრომატევადი და ასევე, გამოწვევებით დატვირთული პროცესი, რომელიც აუცილებლად მიგვიყვანს ევროკავშირში საბოლოო გაწევრიანებამდე.
უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დაიწყება პარაფირებით, მომავალ წელს მოხდება ხელმოწერა და შემდგომ უკვე ძალაში შევა ეს შეთანხმება,“ _ განაცხადა ევროინტეგრაციის საკითხებში სახლემწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ვანო მაჭავარიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მისი მოადგილე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი. დელეგაციას პრეზიდეგნი უხელმძღვანელებს.