შეგახსენებთ, რომ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის უკვე ყოფილი მოადგილე შოთა მურღულია რამდენიმე დღის წინ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.
ნარმანიამ ასევე, აღნიშნა, რომ მურღულიას შემცვლელის გარდა, მას კიდევ ერთი ახალი მოადგილე ეყოლება.
“ვფიქრობთ, რომ კიდევ ერთი მოადგილის ვაკანტური ადგილიც შევავსოთ და მინისტრის 2 ახალი მოადგილე ჰყავდეს ჩვენს სამინისტროს, რადგან მეტი პროექტი გვემატება, წინ თვითმმართველობის რეფორმა გველოდება და აქედან გამომდინარე, ჩვენი სამინისტრო ფუნქციურად უფრო იტვირთება. შესაბამისად, ეს საკითხი კვირის ბოლომდე გადაწყდება და ამ დროისათვის მინისტრის მოადგილეების ვინაობაც გახდება ცნობილი,“ _ აღნიშნა მინისტრმა.
ამასთან, როგორც ნარმანიამ განაცხადა, იგი ჯერჯერობით მინისტრის პოსტზე რჩება.
“უახლოესი რამდენიმე თვის განმავლობაში მინისტრის პოსტზე ვრჩები, ვიდრე საარჩევნო კანონმდებლობა არ შემზღუდავს. ეს შეზღუდვა მაშინ დაიწყება, როცა არჩევნების თარიღი ცნობილი გახდება და მე ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება მომიწევს. მანამდე საკმარისი დროა იმისათვის, რომ ქვეყნის ხელისუფლება, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ჩემს შემცვლელზე ჩამოყალიბდეს. მინიმუმ სამი თვე გვაქვს ამისთვის,“ _ განაცხადა დავით ნარმანიამ.