პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, “ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” კანონპროექტი პარლამენტის წევრმა, თავაზ ავდალიანმა მოამზადა, რომელიც I მოსმენით იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე ზოგადად მიესალმა მომზადებულ ცვლილებებს, თუმცა განმარტა, რომ მანამ სანამ კანონპროექტთან დაკავშირებით მთავრობის სათანადო რეკომენდაცია არ იქნება წარმოდგენილი, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა არ მოხდება.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved