პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ხელშეკრულება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) და ევროკავშირის (NIF) ფინანსური მხარდაჭერით ქვესადგურ “ჯვარისა” და შესაბამისი ხაზების მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტი 2016 წლისათვის დასრულდება, რის შედაგადაც, დასავლეთ საქართველოში მდებარე ჰესებიდან დასავლეთ საქართველოს, ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონისა და თურქეთის მიმართულებით მოხდება ელექტროენერგიის მიწოდება. აღმოსავლეთ საქართველოს მიმართულებითაც მიწოდების ზრდაა გათვალისწინებული.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved