სხვა საკითხებთან ერთად განხილული იქნება გაეროს განვითარების დღის წესრიგის (UNDA) მე-8 ტრანშის პროექტი “მწვანე ეკონომიკა მდგრადი ტყის სექტორით კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში”.
ორწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდება სატყეო რესურსების მდგრადი მართვის სასწავლო მასალების შემუშავება. ჩატარდება სემინარები სატყეო რესურსების მართვის პოლიტიკის შექმნის, მერქნული ბიოენერგეტიკის, ტყის და სატყეო პროდუქციის შესახებ მონაცემების მოპოვების საკითხებზე. მოხდება გამოცდილების გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება.
პროექტის პირველ ფაზაში საქართველო შერჩეულია როგორც აღნიშნული პროექტის საპილოტე ქვეყანა.