“მომავალი წლის სექტემბერში განიხილება საქართველოსთვის კიდევ ერთი დიდი ინსტრუმენტის მიცემა, რომ ჩვენ სრულფასოვანი ინტეგრაცია განვახორციელოთ ნატო-ს სტრუქტურებში. ეს გამოწვევები ჩემთვის არ არის მხოლოდ სამხედრო საფრთხის შემცველი. მე ნაკლებად ვხედავ სამხედრო საფრთხეს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართულებით, მიუხედავად იმისა, ბოლო თვეების განმავლობაში რა ხდებოდა ოკუპაციის ხაზზე. მე უფრო ვხედავ ისეთ გამოწვევებს, რომ ჩვენი მოწინააღმდეგეები შეეცდებიან იგივე საზოგადოების შიგნით, საქართველოს შიგნით შექმნან კრიტიკული და სკეპტიკური განწყობები ევროპული ინტეგრაციის მიმართ. მინდა, გაგახხსენოთ ის ეპიზოდი, როდესაც მაისის თვეში ავღანეთში ჩვენი გმირი სამხედროები საკუთარი მოვალეობების შესრულების დროს დაიღუპნენ და გახსოვთ, როგორ მყისიერად ამოქმედდა გარკვეული ძალები და დაიწყეს ამის გამოყენება, კულტივაცია, რომ განწყობები შეექმნათ საზოგადოებაში ანტინატოსი, ანტიევროპული. მე ვხედავ სწორედ ასეთ საფრთხეებს მომავალში, როდესაც გარკვეული ძალები შეეცდებიან საზოგადოებრივი აზრი ჩამოაყალიბონ. საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე გადავა მთავარი აქცენტი მოწინააღმდეგეების მხრიდან, ამიტომაც მე ძირითადად, ასეთ სარფრთხეებს ვხედავ. ვხედავ კონტრდაზვერვის საფრთხეებს და აქედან გამომდინარე, მთელი სახელმწიფო და მათ შორის სპეციალური სტრუქტურები იქნება მობილიზებული, რომ არცერთ შემთხვევაში არ დაუშვას ასეთი განწყობების კულტივაცია”, _ განაცხადა ალასანიამ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved