უმრავლესობის განცხადების პროექტი ექვსპუნქტიანია და მასში ძირითადად საუბარია ვილნიუსის სამიტზე და საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მხარდაჭერაზე ვილნიუსის სამიტზე ევროკავშირთან ასოცირებული შეთანხმების პარაფირებასთან დაკავშირებით.
განცხადებაში საქართველოს პარლამენტი გამოხატავს მზადყოფნას მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა 2014 წელს განხორციელდეს საქართველოსა და ევროპის კავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა.
განცხადებაში გამოთქმულია იმედი, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ექნებათ სრულყოფილი არჩევანის თავისუფლება. განცხადებაში მოწოდებაა ევროპის კავშირის მიმართ, რომ გაზარდოს და გააძლიეროს დახმარების ინსტრუმენტები აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნებისთვის, რათა გახდნენ მეტად დემოკრატიულები და გახადონ ინტენსიური ხალხთა შორის კავშირები.