“ასეთ ნეიტრალურ და რბილ კონტექსტში რუსეთის ხსენება ვერ გაბედა უმრავლესობამ. დღეს უკრაინას სოლიდარობას აბსოლიტურად ყველა უცხადებს, ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირებიდან დაწყებული უკრაინის პოლიტიკური სპექტრით დასრულებული”, _ აღნიშნა დეპუტატმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტმა უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” განცხადების პროექტს მხარი არ დაუჭირა.
საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად დღევანდელ სესიაზე საკუთარი განცხადების პროექტი ოპოზიციამაც წარადგინა, რომელიც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანებოდა.