https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

    ,,ხალხი სიძეს და რძალს არ ცნობს და ამათმა ხელისუფლებას თუ არ ცნობთ, დაგიჭერთო“ – არჩილ გამზარდია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

    ლავროვი: რუსეთს ომი არ სურს, მაგრამ ევროპასთან საომრად მზადაა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

მზის გულზე შექმნილი შედევრები

8:07; 13.07.2011
კულტურა
Share on FacebookShare on TwitterEmail

მხატვარ მარინა უჯმაჯურიძის ნათელი, მგრძნობიარე, სათუთი ფერწერა ბოლო წლებში რამდენჯერმე გამოიფინა ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის დარბაზში.

მარინა უჯმაჯურიძე არის გამორჩეული, საამაყო სახელი პატარა რეგიონის პატარა ქალაქისათვის, ქვეყნისთვის. ოზურგეთის კულტურის ცენტრის სპეციალისტის ნანა ჭეიშვილის შეფასებით, ქალბატონი მარინა არის ხელოვანი, რომელმაც შექმნა ახალი სამყარო მხატვრობაში:

ნანა ჭეიშვილი: “არაჩვეულებრივი მხატვრის, ჩვენი თანაქალაქელის მარინა უჯმაჯურიძის ფერწერულ გამოფენას სიამოვნებით უმასპინძლებდა ნებისმიერი სოლიდური დონის გალერეა. მარინა ქმნის არაჩვეულებრივ პორტრეტებს და ძირითადად არის რეალისტი პორტრეტისტი. მის ნამუშევრებში იკითხება პიროვნების ხასიათი, ის ქმნის ფაქტურას, რომელიც ხელს უწყობს პერსონაჟების ხასიათისა და ემოციური მდგომარეობის გადმოცემას. მან მიაღწია სიმაღლეებს, რომლის გადმოსახედიდანაც, შეიძლება ვთქვათ, რომ მარინა უჯმაჯურიძემ შექმნა ახალი სამყარო მხატვრობაში.

მხატვარს იზიდავს შინაარსიანი, ადამიანური გრძნობებით გაჯერებული ხელოვნება, მუშაობს ყოველგვარი წინასწარი ესკიზის გარეშე, პირდაპირ ცოცხლად. ხატვას იწყებს წამყვანი ტონების განსაზღვრით, რომლებიც ქმნიან საგნებისა და ფიგურების მოძრაობას. მას არ იზიდავს განათება, მაგრამ შუქი თვითონ იკითხება ნახატის სიღრმეში. ქალბატონი მარინას ძალიან დიდი შრომისმოყვარეობა, დახვეწილი გემოვნება და მაღალი პროფესიონალიზმი ყოველთვის იქნება მისი გამარჯვების საწინდარი.”

ბოლო ორ ზაფხულს შექმნილი ორმოცდაორი ფერწერული ტილო, შეიძლება ითქვას, ორმოცდაორი ქალი, თავისი გამოუცნობი სევდით, ისტორიით, სინატიფით, ადამიანის სიმაღლის ნახატებიდან ასხივებს რაღაც განსაკუთრებულს, რასაც, ზოგადად, ნიჭი და პროფესიონალიზმი ჰქვია.

მხატვარი ამბობს, რომ ქალთა სახეების შექმნა თვითმიზანი არ ყოფილა _ ეს თავისთავად მოხდა ასე. თავად არაფერს ანიჭებს უპირატესობას, წინასწარ განწყობით არ იწყებს მუშაობას. მენატურეს შეხედავს, ფუნჯს ხელში იღებს და მუზაც მოფრინდება. მხატვარი ამ დროს საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის. იგი ძიებაშია.

მარინა უჯმაჯურიძე: “პორტრეტი და ნატურა აუცილებლად უნდა ხატო, რომ მხატვარს ჰქონდეს საფუძვლები. რეალურიდან, სინამდვილიდან გადადიხარ კომპოზიციებზე. ჩემი ფერწერა არის ნამდვილი, საფუძვლიანი, პირდაპირი. საფუძველი არის ძიება. ნიჭიც ძიებით და შრომით ვითარდება. წინასწარი განწყობა არ მაქვს ხატვის დაწყებისას, მუშაობისას ძიებებში ვარ, რომელიც მიგიყვანს ნამდვილ ფორმამდე. ვმუშაობ ზეთით, ძალიან იშვიათად პასტელით. გამოვფინე პორტრეტი-კომპოზიციები, ორივე ერთად, იმიტომ, რომ არ მაქვს ცალკე კომპოზიციების გამოფენის საშუალება, არც _ მუშაობის პირობები.”

21-ე საუკუნის მხატვარი საუკუნის წინანდელ ფიროსმანს მოგაგონებთ

პარალელი პირველი: მარინა უჯმაჯურიძე, დიდი ხანია, ყოველგვარი პირობების გარეშე მუშაობს ღია ცის ქვეშ. ცხოვრობს ამორტიზებულ ძველ სახლში ავადმყოფ, ინსულტ-ინფარქტიან დედასთან ერთად. სახლს, ალბათ, უფრო მიწური ეთქმის, სადაც მარინას ფერწერული გმირები ვერ გაიმართებიან.

მარინა უჯმაჯურიძე: “შრომა არ მეზარება, მაგრამ წელიწადში თხუთმეტი დღე ვმუშაობ, მეტს ვერ ვასწრებ, რადგან ჩემი ნახატების უმრავლესობა ჩემს ეზოში მაქვს დახატული და, შესაბამისად, მჭირდება კარგი ამინდი. რთული ჯანმრთელობის პატრონი ვარ, მინდა, დავჯდე და მშვიდად ვიმუშაო. საშინელ გაჭირვებაში ვარ. რა ცხოვრებისეული პირობებიც მქონდა იმისდა მიხედვით ვხატავდი ყოველთვის. უკეთესი პირობები რომ მქონოდა, სხვანაირი მიდგომა მექნებოდა ჩემს თავთან. ახლა შებორკილი მაქვს ხელები _ ფუნჯი არ მაქვს, არც საღებავი, რთულ მდგომარეობაში რომელ ამოცანებზეა საუბარი? არ მაქვს სახელოსნო, ერთ ადგილზე რომ ვიჯდე, ვიფიქრო და ისე ვიმუშაო, სულ ქუჩა-ქუჩა სირბილი და მუშაობა კი ყოვლად დაუშვებელია. ვინ მომისმენს? ვინ შეაფასებს სწორად ყველაფერს? ვინ დადგება იქ, სადაც საჭიროა? ეს არის ჩემი პრობლემა!”

პარალელი მეორე: მარინას არასოდეს უფიქრია თავისი ნახატის გაყიდვა. ამ თემაზე შეკითხვა შანტაჟად მიაჩნია, რადგან მას ზოგჯერ ურჩევენ ნახატების გაყიდვით მოიგვაროს ყოფითი პრობლემები: “ჩემი ფერწერა არის ნამდვილი, პირდაპირი. მისი საფუძველია ძიება. ეს არის წმინდა შემოქმედება. მე არაკომერციული მხატვარი ვარ. არაკომერციულსაც უნდა ჰქონდეს თავისი ადგილი სახელმწიფოში. ყველაფრის გაყიდვა არ შეიძლება. კულტურის გარეშე არც ერთი სახელმწიფო არ გადარჩენილა _ ყველა წაშლილია, ვინაც ეს დაივიწყა.”

პარალელი მესამე: უკვე ორმოცდაათს გადააბიჯა. არც მის იუბილეზე უზრუნია ვინმეს, არც სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენაზე. აღარ ვოცნებობ ამ ასაკშიო, მაგრამ მისი ეს სურვილი ეხმიანება ფიროსმანის “ჩაის სახლს დიდი სამოვრით და მხატვრობაზე საუბრით”: “ამ წლოვანებაში აღარ ვოცნებობ. უკვე ხელი მაქვს ჩაქნეული. იუბილე არც მინდა! ჩემი ჯილდო იქნებოდა ჩემს სახლში გაკეთებულიყო სახლ-მუზეუმი და თუ ვინმეს უნდა საფუძვლიანი ნახატის ნახვა, აქ იპოვიდა.”

მხატვარი მნიშვნელობას არ ანიჭებს მისი მხატვრობის აღიარებას სხვადასხვა ქვეყანაში, სპეციალისტების შეფასებებს არ ინახავს. არც უხსენებია, რომ იაპონიაში მისი ნახატები დიდი წარმატებით გამოიფინა, რომელიღაც პრესტიჟულ საიტზეც დევს…

მისი კოლეგა, თამაზ დარჩია, მარინას პროფესიონალიზმს, მუყაითობას და სიღრმეს გამოარჩევს.

თამაზ დარჩია, მხატვარი: “მარინა ძალიან ნიჭიერი მხატვარია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა მაღალი პროფესიული დონით, არის მუყაითი შემოქმედი, რომელიც ფუტკარივით შრომობს, არ ჩერდება. დაღლა არ ჩანს მის ნამუშევრებში. ფსიქოლოგიური, მეტყველი პორტრეტები, სურათები ბევრს ლაპარაკობენ თავისთავზე და მხატვარზეც. აქ ჩანს მარინას სათქმელიც, თუ როგორი პროფესიონალიზმით უდგება იგი საყვარელ საქმეს. ასეთი ხელოვანი ნორმალურ ქვეყნებში ცუდ პირობებს არ უჩივის.”

მარინას თავისი ნამუშევრების ბედიც აწუხებს, რომლებსაც ცივ ნიავსაც კი არ აკარებს, თუმცა, ნახატები მაინც ზიანდება ნესტში, სარდაფში შენახვის გამო!

ოზურგეთის მუნიციპალიტეტმა მხატვრის საქმიანობა წლეულს 2 400 ლარით დააფინანსა. პროექტის ერთ-ერთი ნაწილი მხატვრის გამოფენის ორგანიზებაც არის. ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ალეკო მამეშვილმა შემოქმედს თანადგომა აღუთქვა.

“ჩემთვის მნიშვნელოვანია ნებისმიერი სახის თანადგომა. ოზურგეთის ხელისუფლებას ვერ გავამტყუნებ _ თითო წვეთით ზღვა ილევა და ზღვა ივსება, ერთი წვეთი ძალიან დიდი ძალისაა. მადლობის მეტი რა მეთქმის? ზედა ფენა დედაქალაქია. ზოგი დამიპირისპირდა. მე ავხმაურდი და ბოლომდე ვიბრძოლებ.”

ახმაურებაში გულისხმობს პირობებისათვის ბრძოლას. ბროლაში? სურს თბილისში მოაწყოს გამოფენა ასი ნახატით. საამისოდ კულტურის მინისტრის კაბინეტში შეღწევას გეგმავს. უნდა, მიიქციოს ყურადღება, როგორც არაკომერციულმა შემოქმედმა: “მე ოცდაათი წლის მანძილზე თავგადაკლული ვიბრძვი ნამდვილი ხელოვნებისთვის. სახელი? როგორ შეიძლება სახელის მოპოვებისთვის იბრძოლო? მე ვიბრძვი საქმისათვის. ახლა სახელის მოპოვება ოცდაოთხი საათი ტელეკამერის წინ პოზიორობით ხდება, საქმე კი გაუკეთებელია.”

მისმა პატარა სასკოლო გამოფენებმა ოზურგეთში უკმარისობის განცდა გააჩინა. იქნებ, მისმა მიმოსვლამ კაბინეტებში ამჯერად შედეგი გამოიღოს და მალე დედაქალაქმაც გაიცნოს ან გაიხსენოს ნიჭიერი შემოქმედი მარინა უჯმაჯურიძე, რომელმაც თავი ხელოვნებას უძღვნა და რომელიც საკუთარ ფერწერულ ტილოებს მხოლოდ თავისი სახლ-მუზეუმის კედლებზე გამოფენს. თუ ეს ახირებაა, იქნებ დაფიქრდეს საქართველო ამ “ახირების” შესრულებაზე.

ოზურგეთმა პირველი ნაბიჯი გადადგა

ნანა ჭეიშვილი: “ძალიან დიდი მადლობა ადგილობრივ ხელისუფლებას _ დღეს თუ ქალბატონი მარინა ხატავს, ეს არის ადგილობრივი ხელისუფლების დამსახურება. მინდა მოვუწოდო ყველას _ დავეხმაროთ მას, მივცეთ საშუალება, რომ სიამოვნება მოგვანიჭოს თავისი გამოფენებით.”

მხატვარი დედაქალაქისკენ იყურება. თუმცა, ალბათ, ადგილზეც შეიძლება მხატვრის აუტანელი ყოფის მოწესრიგება. შეიძლება… თუ ეს ხელისუფლების მოვალეობაა?!

გაზიარება2Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23 თებერვალი, 2026
კულტურა

დათა თავაძე: მოვყვებით, აუცილებლად მოვყვებით ასეთ მსახიობებზე!

18:29; 21 თებერვალი, 2026
კულტურა

ოზურგეთის თეატრში ეგნატე ნინოშვილის „ქრისტინე“ დაიდგმება

15:05; 13 თებერვალი, 2026
კულტურა

რეჟსისორი ოთარ ბაღათურია გარდაიცვალა

17:24; 12 თებერვალი, 2026
კულტურა

იტალიელი დიზაინერი ვალენტინო გარავანი გარდაიცვალა

21:35; 19 იანვარი, 2026

საარსებო პენსიაზე დადებული ინკასო

ვისგან შეიძინა ხელისუფლებამ სახლი საინიშვილებისთვის

ყველა სიახლე

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე:თანხის გადახდა, არცერთ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს დასაქმების ნებართვის მიღებას უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის

19:37; 23.02.2026
პოლიტიკა

რა ცვლილებები შედის ახალმიღებულ საარჩევნო კანონმდებლობაში

18:51; 23.02.2026
სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი ყოფილი თანამშრომელი დააკავეს

18:34; 23.02.2026
ფინანსები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა -სადამდე გამყარდება ლარი?

17:58; 23.02.2026
საზოგადოება

უცხოური ვალუტის გაცვლის ახალი კურსი ცნობილია

17:40; 23.02.2026
სამართალი

ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი პირი დაჭრეს

17:29; 23.02.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის 26-ე ინოვაციური ბიბლიოთეკა თერჯოლის სოფელ ზედა საზანოში გაიხსნა

17:25; 23.02.2026
სამართალი

“საბოტაჟის საქმე”- რა განაჩენი გამოუტანა მოსამართლემ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს

17:24; 23.02.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

17:14; 23.02.2026
საზოგადოება

მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველების არალეგალური სასაკლაოები აღმოაჩინეს

16:44; 23.02.2026
საზოგადოება

მთავრობის ახალი განკარგულება- რამდენი ლარია გამოყოფილი ოზურგეთსა და ლანჩხუთში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ

16:22; 23.02.2026
სამართალი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის ყოფილი მერი და კიდევ ორი პირი დააკავეს – რას ედავება მათ გამოძიება

15:57; 23.02.2026
საზოგადოება

“გადააჭარბა გრიპის ვირუსით ინფიცირებულების რაოდენობას”- რის შესახევბ საუბრობს ივანე ჩხაიძე

15:16; 23.02.2026
კულტურა

ვასო აბაშიძის თეატრი ანდრო ჭიჭინაძემაც დატოვა

15:01; 23.02.2026
სამართალი

“დაზარალებულს ეტაპობრივად 129 900 ლარი ჩაარიცხვინეს”- თაღლითობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინეს

14:55; 23.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026
0

„იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

13:30; 18.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო