ბანიამინ კასიმოვმა ჯარისკაცებს მშობლიურ ენაზე თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების, შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში მიმდინარე ინფრასტრუქტურული და სოციალური პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან შეხვედრისას ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელმა სამხედროებმა საინჟინრო ბრიგადაში არსებულ პირობებზეკმაყოფილება გამოთქვეს. მათ განსაკუთრებული ყურაღება კვებაზე გაამახვილეს. იმ სამხედროებს, რომლებსაც რელიგიური მრწამსის მიხედვით გარკვეული საკვების მიღება ეკრძალებათ, თავდაცვის სამინისტრო სპეციალურად მათთვის ალეტერნატიულ კვების რაციონს უზრუველყოფს. სამხედროებმა სურვილი და მზადყოფნა გამოთქვეს სავალდებულო სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, მათ მსახური საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გააგრძელონ.
უმცირესობის წარმომადგენელ ჯარისკაცებთან შეხვედრები მიზნად ისახავს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში პროფესიული სამხედრო სამსახურისადმი ინტერესის გაღვივებას, სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, ასევე, მათი პრობლემების გაზიარებას შემდგომი პრევენციის მიზნით.
ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელ სამხედროებთან შეხვედრები სხვადასხვა ქვედანაყოფში პერიოდულად იმართება და მომავალშიც გაგრძელდება.