ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა შეხვედრები რეფორმების და განვითარების სააგენტოს, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ანტიკორუფციული სააგენტოს, საქართველოში ინტერპოლის ეროვნული ცენტრალური ბიუროს, სასაზღვრო პოლიციის და სსიპ- საქართველოს შსს აკადემიის წარმომადგენლებთან.
მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა შიდა უსაფრთხოება საქართველოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავი ორგანოების სტრუქტურა, დანაშაულებრივი ტენდენციები, მდგომარეობა ორგანიზებული დანაშაულის კუთხით და ასეთი დანაშაულის აღკვეთის პრევენციული ზომები.
საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული ჟანდარმერიის დელეგაციის ვიზიტი 29 ნოემბერს დასრულდება.