გენერალური ინსპექციის მიერ ჩატარებული კომპლექსური სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, აღნიშნულ პირებს ავტომანქანის მთვრალ მდგომარეობაში მართვისა და სხვა ადმინისტრაციული დარღვევის ფაქტები გამოუვლინდათ. ყველა მათგანს, დისციპლინური გადაცდომის გამო, შეეფარდათ დისციპლინური სახდელი – საყვედური.
გენერალური ინსპექციის დასკვნით, აღნიშნულმა პირებმა დაარღვიეს “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, რაც გამოიხატა მათ მიერ დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართულ უღირს საქციელში. მათ ასევე უგულებელჰყვეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსის მე-2 მუხლის, მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, რომლის მიხედვით, მოსამსახურის მიერ კანონის დარღვევა სახელს უტეხს სახელმწიფო ხელისუფლებას და არყევს მოქალაქეების რწმენას საკუთარი სახელმწიფოსადმი.