(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის “გურიას,” შესაძლოა, სათავეში კლუბის ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ვახტანგ კოპალეიშვილი ჩაუდგეს. ამის შესახებ ინფორმაციას “გურიის” ადმინისტრაციაშიც არ უარყოფენ. ლანჩხუთელებს წელს უმაღლეს ლიგაში გადასვლა სურთ, რის გამოც გაძლიერებას საჭიროებენ. ჯერჯერობით, ახალწვეულ ფეხბურთელთა შესახებ არაფერია ცნობილი. ამჟამად “გურიის” მთავარი მწვრთნელი მოვალეობას დროებით ირაკლი ფაცურია ასრულებს, რამდენიმე დღის წინ იგი კლუბის მმართველი დირექტორი გახდა. შეგახსენებთ, რომ ვახტანგ კოპალეიშვილი საქართველოს სხვადასხვა ასაკის ნაკრებს ხელმძღვანელობდა (მისი შეგირდი გახლდათ გურიის რეგიონული ფედერაციის თავკაცი კახა ებრალიძეც), ხოლო 80-იანი წლების წარმატებული “გურიის” უდავო ლიდერი გახლდათ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved