ზვიად ბერაძე: მე დამაკავეს 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით. არასდროს მომისმენია რომელიმე პოლიტპატიმრისგან, რომ ის ითხოვს ფულად კონპენსაციას, მთავარია იმ სამართლიანობის აღდგენა, რისთვისაც ვიბრძოდით. მე პირადად სტანსბურგის სასამართლოში მაქვს საჩივარი შეტანილი, მაგრამ ვარ ქართველი და მინდა ჩემს სამშობლოში ვიპოვო სამართალი. წელიწადი და რვა თვე გავატარე საპყრობილეში, ციხეებში დღესაც რჩებიან პატიმრები, რომელთაც ან დანაშაული არ უმტკიცდებათ, ან ჩაიდინეს დანაშაული და შეკრებითობის პრინციპით 25-30 წელი აქვთ მისჯილი. ეს ადამიანები საქმეების გადახედვის მოლოდინში არიან. ჩვენ მთავრობისგან უგულვებელყოფილნი ვართ, მაგრამ იმედი გვაქვს ახალი პრემიერი აუცილებლად გააკეთებს ყველაფერს, რათა სამართლიანობა აღდგეს. 9 წლის განმავლობაში უფლებააყრილი, ნამუსშელახული ადამიანები მივმართავთ ირაკლი ღარიბაშვილს, გადაიხედოს ჩვენი საქმეები და ის მთავარი დაპირება, რითაც „ქართული ოცნება“ ქვეყნის სათავეში მოვიდა, ისევ მათგან არ იყოს უგულვებელყოფილი.
ზვიად ბერაძე აცხადებს, რომ თუ სამართლიანობის აღდგენას ევროპა ეწინააღმდეგება, მას არ სურს ასეთ ევროპასთან ურთიერთობა. მისი მოთხოვნაა აღდგეს სამართალი, რათა უმართავ პროცესებს არ ჰქონდეს ადგილი საქართველოში.
ზურაბ ხუბულაშვილი: ყველაზე მთავარი ჩემი და ჩემისთანა ადამიანებისთვის არის მორალური კონპენსაცია და არა ფულადი. ამიტომ 26 მაისის პოლიტპატიმრების სახელით მივმართავ მთავრობას, შეგვხვდეს და აგვიხსნან, რატომ შეჩერდა ჩვენი საქმეების გადახედვა, რატომ არ სრულდება ბიძინა ივანიშვილის დაპირება-ღირსების დაბრუნების შესახებ. ვიცი, რომ ზოგიერთი პატიმარი ფიქრობს რადიკალური ზომებს მიმართოს, ამიტომ არ შეიძლება მთავრობამ დიალოგი გადადოს.
მივმართავ ხელისუფლების წარმომადგენლებს, ნუ არიან ვილნიუსის სამიტის ეიფორიაში და დაელაპარაკონ ხალხს!
ეს ის თემაა, რომელიც ვერ გადაიფარება ვერც ვილნიუსის სამითით და ვერც სხვა მოვლენით. ჩვენ წლების განმავლობაში ვებრძოდიღ ტირანიას საქართველოში, ამ ადამიანებმა თავიანთ თავზე იწვნიეს უკანონო პატიმრობა, ახლობლების რეპრესიები, ქონების და ბიზნესის დაკარგვა, სახელის შელახვა და ამიტომ დადგნენ ერთად უსამართლობის წინააღმდეგ, ამიტომ დადგა 1 ოქტომბერი, ხალხს თავისუფალი სიტყვის იმედიჰქონდა. არავინ ითხოვს ფულს, მთავარია ის სამართალი აღდგეს, რასაც წლების თავგამოდებულები ბრძოლით ვითხოვდით. გვაქვს ირაკლი ღარიბაშვილის იმედი და ვფიქრობთ არ იქნება საჭირო კიდევ ერთხელ ხალხის ქუჩაში გამოსვლა. სამართალი უნდა აღდგეს!