“ასეთი განცხადების შემდეგ, რაც იუსტიციის მინისტრმა გააკეთა, წულუკიანი უნდა გადადგეს. იურისტი ასეთ განცხადებას არ უნდა აკეთებდეს, ან ვინ დათვალა რამდენი მილიონი სჭირდება გამამართლებელი განაჩენის დადგენის დროს ფულად კონპენსაციას? თუ ფინანსების პრობლემა არსებობს, მაშინ როგორ დაიბრუნა ბიძინა ივანიშვილმა წარმთეული 60 მილიონი?! ამ კომისიის შექმნის გადადებით, მთავრობა საზოგადოების მიმართ გაუგონარ ცინიზმს ამჟღავნებს. ათულმა პატიმარმა დაიწყო შიმშილობა, პროტესტი ქუჩაშიც იგეგმება, არაა გამორიცხული ხელისუფლების ცვლილებითაც დასრულდეს ეს ყველაფერი.”
მჟავანაძის განცხადებით, ხალხში აქამდე შიში იყო ჩანერგილი და ხმას ვერ იღებდნენ, ახლა კი, წინასაარჩევნო დაპირებების ასრულებასა და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ. უფლებადამცველი აცხადებს, რომ დღეს ამ ადამიანებისთის ყველაზე მთავარია შელახული ღირსების აღდგენა.
“რა ვუთხრათ იმ პატიმრებს, ციხეში უკანონოდ რომ სხედან და ჰაერივით ელოდებიან მათი საქმეების გადახედვას? რა ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ დაისაჯნენ სააკაშვილის რეჟიმის დროს? ვუთხრათ, ცოტა მოიცადათ და როცა ბიუჯეტი შეივსება, მაშინ დავიწყებთ თქვენი საქმეების გადახედვასო?! ეს გაუგონარი ცინიზმია. აქამდე სააკაშვილის ფაქტორი არსებობდა და ხალხი იყო გაჩერებული, ახლა კი ყველა ღონეს იხმარს იმისთვის, რომ თავისი უფლებები აღადგინოს. ზოგიერთი ადამიანი საერთოდ არ ითხოვს თანხებს და ღირსების აღდგენა სურს”.
მჟავანაძემ განაცხადა, რომ თეა წულუკიანის განცხადება, თითქოს სამართლიანობის აღდგენა ფინანსებს უკავშირდება- აბსურდია და თუ ხელისუფლება არ მიმართავს სათანადო ზომებს და მართლმსაჯულების ხარვეზების შემსწავლელი კომისია არ შეიქმნება, ხალხის პროტესტი ძალიან ცუდად დამთავრდება მთავრობისათვის.