სკოლა წლების განმავლობაში განთავსებული იყო კერძო სახლში, 2013 წლის თებერვლის თვიდან კი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ხის კოტეჯში, რომელიც აშენდა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით და სამინისტროს თანადაფინანსებით. თუმცა, სწავლებისთვის სათანადო პირობები არც ამ კოტეჯშია შექმნილი. ახალი კაპიტალური სასწავლო შენობის მშენებლობა კი მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება.
ამ დროისთვის უკვე ჩატარდა ტენდერი და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანიაც. ახალი სასწავლო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი იქნება, გათბობის სისტემით, სპორტული და სააქტო დარბაზით, ბიბლიოთეკით და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტით. სკოლის შენობა 144 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობა 2014 წლის დეკემბერში დასრულდება. კიდევ ერთი ახალი მშნენებლობა დაიწყება ქვემო ქართის რეგიონში, კერძოდ კი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთში. დღეს არსებული შენობა ნაგებობა გასული საუკუნის 40 წლებშია აშენებული. ამორტიზირებულია და არ ექვემდებარება კაპიტალურ რემონტს. სკოლაში არის მხოლოდ 12 საკლასო ოთახი. სასკოლო კომპლექსი განლაგებულია სასაფლაოსთან. კედლები დაბზარული და დეფორმირებულია.
სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსმა გიგა უკემაშვილმა ახალი სასკოლო შენობის პროექტის პრეზენდაცია გამართა. ახალი სასწავლო შენობა სტანდარტების შესაბამისი იქნება, 144 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა სპორტული დარბაზით, თანამედროვე კლას კაბინეტებითა და შესაბამისი აღჭურვილობით 2014 წლის დეკემბერშ დასრულდება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მიმდინარე წელს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 9 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობას იწყებს, მშენებლობების უმეტესობა მომავალი წლის ბოლოსთვის დასრულება.